ესპანეთის ACB ლიგის პირველ ტურში გიორგი შერმადინის ლენოვო “ტენერიფე” ელიტაში დაბრუნებულმა რიო “ბრეოგანმა” სენსაციურად 92:73 დაამარცხა.
შერმადინი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მან სულ 24:14 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.
მან ჯამში 9 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 გაუტოლდა, რომელიც გუნდში მეორე იყო.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინი გასული სეზონის ლიგა ენდესას საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.







