ქართველ ჰალკად წოდებული მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფება და სპორტის ამ სახეობაში, ყველაზე პრესტიჟული ტურნირისთვის – Top 8-სთვის ემზადება.
სამედიცინო შემოწმების გავლის დროს, წნევის გაზომვისას ლევანი სახალისო სიტუაციაში აღმოჩნდა. ექიმები იძულებულები გახდნენ, რომ „ჰალკისთვის“ წნევა ფეხიდან გაეზომათ.
რაც შეეხება ტურნირს, Top 8 სტარტს ხვალიდან აიღებს, ლევანის პირველი მეტოქე კი დეივ ჩეფი იქნება.





