თურქეთის სუპერლიგის მე-3 ტურის სიბოლურ ნაკრებში Bein Sports-ის ვერსიით “ჰატაისპორის” ქართველი შემტევი საბა ლობჟანიძე მოხვდა.
გასულ უქმეებზე „ჰატაისპორმა“ „ანტალიასპორს“ უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა, ლობჟანიძემ კი მე-18 წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა და საგოლე პასი მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ საბასთვის ეს ზედიზედ მესამე გოლია. ქართველმა შემტევმა პირველ ტურში “ქასიმფაშას” გაუტანა, მეორე ტურში კი “გალათასარაის”.




