“იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ დაადასტურა, რომ კრიშტიანო რონალდო კლუბს დატოვებს. იტალიელმა სპეციალისტმა ამ საკითხზე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“კრიშტიანომ გუშინ მითხრა, რომ იუვენტუსის დატოვება სურს – ეს სიმართლეა და ვადასტურებ. ამიტომაც, მას დღეს არ უვარჯიშია და არც ემპოლისთან მატჩის განაცხადში იქნება. კრიშტიანომ არჩევანი გააკეთა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. იუვედან სივორი, პლატინი, დელ პიერო, ზიდანი, ბუფონი, დიდი ფეხბურთელები და ბევრი მწვრთნელი წავიდა, ეს ცხოვრების კანონია.ის სამაგალითო იყო და უბრალოდ მადლობა უნდა გადავუხადოთ, ახლა კი, მოდით მომავალზე ვიფიქროთ”, – თქვა ალეგრიმ.
კრიშტიანუ რონალდუმ “იუვენტუსის” რიგებში 134 მატჩში 101 გოლი გაიტანა.





