ურუგვაის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელმა ფედე ვალვერდემ მადრიდის “რეალთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. ინფორმაციას ესპანური კლუბი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელი სამეფო კლუბს 2016 წელს ურუგვაული “პენარიოლიდან” შეუერთდა.
23 წლის ფეხბურთელის დებიუტი მადრიდის “რეალში” 2018 ჩემპიონთა ლიგის მატჩში ვიქტორია “პლზენის” წინააღმდეგ შედგა.
ფედემ კლუბთან ერთად ლა ლიგა, ესპანეთის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ახალგაზრდა ფეხბურთელმა სამეფო კლუბის მაისურით ჩატარებულ 104 მატჩში 5 გოლი გატიანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
🤝 #Valverde2027 pic.twitter.com/DLU4iSUwBo
— Real Madrid C.F. (@realmadrid) August 24, 2021





