“მილუოკი ბაქსის” ქართველი ახალწვეულის სანდრო მამუკელაშვილის NBA-ს საზაფხულო ლიგაში ასპარეზობას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ამერიკული მედია წერს,რომ სანდრომ თავისი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა.
“სანდრო მამუკელაშვილმა საზაფხულო ლიგა დენვერ ნაგეთსთან შედეგიანი თამაშით დახურა. ის სრულიად ტურნირის განმავლობაში მილუოკუს რიგებში ყველაზე ნათელი წერტილი იყო და თავი ბოლო მატჩშიც გამოიჩინა. სანდრომ 20 ქულა, 7 მოხსნა და 1 ბლოკ-შოტი მიითვალა და პროფესიონალის რანგში პირველი სამქულიანებიც ჩააგდო, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ნაგეთსთან მატჩში მას შედეგიანი პასი არ ჰქონია, მამუკელაშვილმა ამჯერადაც დაამტკიცა, რომ ამ მხრივ კარგი უნარები აქვს. ის ბურთის გაცემას არ აგვიანებდა და სტატისტიკაში შედეგიანი პასები მხოლოდ იმიტომ არ აქვს, რომ თანაგუნდელებმა რამდენიმე კარგი შანსი გააცუდეს. სანდრომ ტრადიციულად კარგად იბროლა ფარზე. განსაკუთრებით გამოვარჩევთ შეტევაში მოხსნებს. დენვერთან ამ გრაფაში სამიანი ეწერა და ეს ცოტა ნამდვილად არაა.
სრულიად ტურნირზე მას შეტევაში 18 მოხსნა მოუგროვდა, რითაც გუნდს დიდი სარგებელი მოუტანა. საერთო ჯამში, ხუთ მატჩში მამუკელაშვილის საშუალო მონაგარი 11.2 ქულა, 8.6 მოხსნა (3.6 შეტევაში), 2.2 პასი და 1.4 ჩაჭრა იყო. ასეთმა სტატისტიკამ სანდროს უდავოდ უნდა შესძინოს თავდაჯერება მისთვის პირველი NBA-ს საწვრთნელი კემპის დაწყებამდე, რომელიც მომავალ თვეს არის დაგეგმილი”.
შეგახსენებთ, რომ “მილუოკი ბაქსმა” 22 წლის სანდრო მამუკელაშვილი გასულ დრაფტზე 54-ე ნომრად აიყვანა. კლუბმა ქართველ ფორვარდს უკვე გაუფორმა 2-წლიანი კონტრაქტი.





