კატალონიის “ბარსელონას” ფეხთელები თავის სოციალურ ქსელში ლეო მესის გამოემშვიდობნენ.
ანსუ ფატი :
“ყველა ლამასიელი ბავშვი ოცნებობს შენთან თამაშის შესაძლებლობაზე. თავს იღბლიანად ვთვლი, რადგან ამას მივაღწიე. მინდა მადლობა გადაგიხადო ამ ორი წლის მანძილზე ჩემდამი სიყვარულის გამოვლინებისთვის, ყველა იმ ჟესტისთვის რაც მაჩვენე და ყველაფერი იმისთვის რაც შენგან ვისწავლე. ლეო, მე და ჩემი ოჯახი სამუდამოდ მადლიერები ვიქნებით. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ შენ და შენს ოჯახს“

ფრენკი დე იონგი:
“როცა პატარა ვიყავი, მე და ჩემი ძმა შენი ყველა თამაშით სიამოვნებას ტელევიზორის ყურების საშუალებით ვიღებდით. როცა 2 წლის წინ აქ მოვედი აღმოვაჩინე რომ შესანიშნავი ადამიანი იყავი. ეს ჩემთვის ოცნება იყო, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით თამაში. შენთან გატარებული ყოველი წამით სიამოვნება მივიღე მოედანზე თუ მოედნის ფარგლებს გარეთ. ახლა კვლავ გავაგრძელებ შენი ჯადოქრობის ყურებას, ოღონდ ისევ ისე როგორც დავიწყე. ტელევიზორის წინ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის ლეო. შენ და შენს ოჯახს მომავალში ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ“

სერხიო ბუსკეტსი:
„მოხვედი, როგორც პატარა ბიჭუნა და გვტოვებ, როგორც საუკეთესო ფეხბურთელი ისტორიაში. ისე რომ ეს კლუბი აიყვანე უმაღლეს მწვერვალზე, როგორც ინდივიდუალურად ისე კოლექტიურად… შემიძლია მხოლოდ საუკეთესო გისურვო შენც და შენს ოჯახსაც, რადგან ამას იმსახურებთ, მოგვენატრები”

ტერ შტეგენი:
„ლეო, ამ წლების განმავლობაში შენთან ერთად თამაში, ტიტულების და წარმატების გაზიარება დიდი სიამოვნება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ერთ აზრზე არ ვიყავით, ყოველთვის ერთ გზას მივუყვებოდით და ვიზრდებოდით როგორც ადამიანები წარმატების თუ წარუმატებლობის ფონზე. მადლობა! შენ ისტორია დაწერე შენს ცხოვრების კლუბში და შენ ნამდვილი საფეხბურთო ლეგენდა გახდი, ეს არის მიღწევა, რომელსაც ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მიუახლოვდება – შენ ფეხბურთი შეცვალე. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ შენ და შენს ოჯახს. გეხუტებით ასევე დანი და ბენი”

ანტუან გრიზმანი :
“ერთადერთი რამ რაც შემიძლია რომ გითხრა, როგორც ფეხბურთის ყოველი მოყვარული გეტყოდა არის მადლობა. მადლობა ყველაფრისთვის რაც ბარსელონაში გააკეთე, კლუბისთვს, ქალაქისთვის. შენ ყველაფერი შეცვალე. დარწმუნებული ვარ ეს არ არის მშვიდობით, არამედ “დროებით” და შენი და ბარსას გზები კვლავ გადაიკვეთება. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, იმედია შენ და შენი ოჯახი ბედნიერები იქნებით, სადაც არ უნდა წახვიდეთ. ძალიან ცოტამ იცის თუ რას ნიშნავს იყო მესი და შენ ჩემთვის მაგალითი იყავი ბევრი კუთხით“






