ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ მორიგი მედალი მოიპოვა.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ფინალურ შეხვედრაში ამერიკელ გეიბლ სტევესონს დაუპირისპირდა და 8:10 დამარცხდა.
სამწუხაროდ, პეტრიაშვილს ჩემპიონობამდე მხოლოდ წამის მეასედები დააკლდა. შეხვედრის მიწურუს ქართველი ფალავანი შეხვედრას 8:7 იგებდა, თუმცა ამერიკელმა სპორტსმენმა გამარჯვების ქულის აღება მაინც შეძლო.
შესაბამისად, ჩვენმა მოჭიდავემ ქართულ დელეგაციას მერვე მედალი შემატა. გენომ საქართველოს ოლიმპიური ისტორია დაწერა. აქამდე ჩვენს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე 8 მედალი არასდროს აუღიათ.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ჩემპიონები ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდნენ. ასევე ძიუდოისტებმა, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ვერცხლის მედალია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას ანგარიშზეც, ბრინჯაოს მედალს კი ძალოსანი ანტონ პლესნოი დაესაკუთრა.





