ცაგერში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი გიორგი ნემსაძე იქნება. ეს ინფორმაცია დღეს ირაკლი კობახიძის მიერ გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.
გიორგი ნემსაძე 49 წლისაა. საფეხბურთო კარიერის განმავლობაში დინამო თბილისში, შვეიცარიის და შოტლანდიის ჩემპიონატებში აქვს ნათამაშები. ასევე წლების განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანიც. შეგახსენებთ, რომ გიორგი ნემსაძე მწვრთნელის რანგში ავარჯიშებდა გორის დილას და თბილისის დინამოს.





