ტოკიო 2020-ის ძიუდოს ტურნირზე ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირება ვერ მოიგო და ოლიმპიადას უმედლოდ დაემშვიდობა.
81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბელგიელ მატიას კასესთან იპონით დამარცხდა.
ამ შეხვედრამდე ტატომ რეპეშაჟში უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევს მოუგო, მეოთხედფინალში კი მონღოლ საედ მოლაისთან დამარცხდა. უფრო ადრე 20 წლის ძიუდოისტმა ასპარეზობას კორეელი და ტაჯიკელი სპორტსმენები გამოთიშა.
შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020-ზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე კვლავ 2 მედალია – ორივე ვერცხლის.





