ტონი ფერგიუსონმა ჩარლზ ოლივეირასთან წაგების შემდეგ სოციალურ ქსელში თავისი ხელის სურათი გამოაქვეყნა.
როგორც სურათებში ვყედავთ, მებრძოლის მარცხენა ხელის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ამ დროისთვის ის მკურნალობის კურსს გადის.
ფერგიუსონმა მცირე განმარტებაც გააკეთა.
„მე დავმარცხდი და ამას გამართლება არ აქვს. იმის მაგივრად რომ თავი დამეცვა, პირიქით, ზიანი მივიყენე.
ბრძოლის დასრულების შემდეგ ექიმებმა შეგვამოწმეს, რის შემდეგაც სასტუმროში დავბრუნდი და ისევ ვარჯიშზე დავიწყე ფიქრი. ვერც წარმოვიდგენდი ასეთი შედეგი თუ დადგებოდა.
ამ დროისთვის ჩემი მკლავის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ფსიქოლოგიური მდგომარეობა ტკივილის ატანაში დამეხმარა. გარკვეულწილად, საკუთარი თავის მადლიერიც ვარ, რადგან მთელი წლის განმავლობაში არაერთი სუსტი წერტილი ვიპოვე. მე ყოველთვის სიდიადისკენ მივიწევ. კარიერის დასრულებას არ ვაპირებ და ეს ჩემმა მოძულეებმა უნდა გაიგონ. მალე უფრო ძლიერი დავბრუნდები“, – ამბობს ტონი ფერგიუსონი.
შეგახსენებთ, რომ UFC 256-ის ცენტრალურ ბრძოლაში ტონი ფერგიუსონი ჩარლზ ოლივეირასთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა.
View this post on Instagram





