სამწუხაროდ, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პირველი საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის.
60 კგ წონით კატეგორიის მეოთხედფინალში იაპონელ ნაოჰისა ტაკატოსთან მარცხის შემდეგ, ლუხუმ ჩხვიმიანი რეპეშაჟში გადავიდა და სამწუხაროდ, სამხრეთ კორეელ ვონ ჯინ კიმთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.
შესაბამისად, პირველი დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის უმედლო გამოდგა.
სპორტის ამ სახეობაში მორიგი შეჯიბრი ხვალ გაიმართება. საქართველოს სახელით ვაჟა მარგველაშვილი და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი იჭიდავებენ.





