კონფერენცლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ლიმასოლის “აპოლონმა” სლოვაკური “ჟილინა” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ კვიპროსული გუნდის რიგებში ქართველმა ლეგიონერებმა ითამაშეს. რეზი ინჯგია მატჩში 46-ე წუთზე ჩაერთო, მან პეტროს პსიხასი შეცვალა. გიორგი პაპუნაშვილი კი მატჩში 84-ე წუთზე, ბაზელ ზაქარია ირადის ნაცვლად ჩაერთო.
საპასუხო მატჩი 29 ივლისს გაიმართება.
შეგახსნებთ, რომ სლოვაკურმა “ჟილინამ” კონფერენიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გორის “დილა” ორი მატჩის ჯამში 6:3(5:1, 2:1) დაამარცხა.





