ჰამბურგში სტარტი აიღო ევროპის ღია პირველობამ, რომელიც ATP-ის 500-იანი სერიის ტურნირია. 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი, რომელმაც ეს ტურნირი კარიერაში ორჯერ (2018, 2019) მოიგო, პირველ წრეში ისვენებს.
ბასილაშვილი მე-2 წრეში კორენტენ მუტესა (საფრანგეთი. 83) და ალიაჟ ბედენეს (სლოვენია. 64) მატჩის გამარჯვებულს უნდა შეხვედროდა, მაგრამ სლოვენიელმა ჩოგბურთელმა ბოლო მომენტში ტურნირში ასპარეზობაზე უარი განაცხადა. მისი ადგილი არგენტინელმა სებასტიან ბაესმა (164) დაიკავა. ისინი ერთმანეთს პირველად ეთამაშებიან. შეხვედრა 14 ივლისს შედგება.








