ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, სერხიო ბუსკეცმა „ფურია როხას“ ჯგუფიდან გასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„პირველ-ორ ტურში ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვსურდა, მაგრამ სლოვაკეთთან სწორი მიდგომა გვქონდა, ვიპოვეთ ჩვენი თამაში და შედეგსაც მივაღწიეთ. ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ძალიან ცუდი პერიოდი გამოვიარე. როდესაც გულშემატკივრები მხარს გვიჭერენ, ბევრად უფრო კონკურენტუნარიანები ვართ. პენალტის შემდეგ სირთულეები შეგვექმნა, მაგრამ გუნდს შეტევა არასდროს შეუწყვეტია. როგორც ყოველთვის ვამბობდი, ეს გუნდი კრიტიკას იღებს, მაგრამ ვერ ავიტანთ უპატივცემულობას, განსაკუთრებით აქ მყოფთა მხრიდან. არ მგონია, რომ სხვა რამის დამატება საჭირო იყოს“, – თქვა ბუსკეტსმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა E ჯგუფში 5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში 28 ივნისს, კოპენჰაგენში, ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.





