16 წლიანი ისტორია დასრულდა. სერხიო რამოსი მადრიდის „რეალს“ დაემშვიდობა. ესპანელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნა.
35 წლის ფეხბურთელი და მადრიდის „რეალის“ დირექტორი ფლორენტინო პერესი კონტრაქტზე ვერ თანხმდებოდნენ და მისი გუნდიდან წასვლის მიზეზიც სავარაუდოდ ეს გახდა.
სერხიო რამოსმა მადრიდის „რეალთან“ ერთად 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 5-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ კოპა დელ რეი, 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 3-ჯერ ევროპის სუპერთასი მოიგო.
ცნობისთვის, ვეტერანი ფეხბურთელი „სამეფო კლუბის“ ღირსებას 2005 წლიდან იცავდა და 671 შეხვედრა ჩაატარა.
Official announcement.#RealMadrid
— Real Madrid C.F. 🇬🇧🇺🇸 (@realmadriden) June 16, 2021





