მოარულ ხმებს და ჭორებს წერტილი ალბათ მალე დაესმება. რახანია უცხოური და განსაკუთრებით ესპანური მედია ზინედინ ზიდანის „რეალიდან“ წასვლის შესახებ წერს, სულ მალე კი ამ ამბავს ალბათ ბეჭედი დაედება.
ცნობილი იტალიელი საფეხბურთო ექპერტის და ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს თქმით, ზიზუ სამეფო გუნდის თავკაცობის ბოლო დღეებს ითვლის. რომანო კი ის ადამიანია, რომელიც სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის და მისი ნათქვამი ან საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციები ხშირად მართლდება.
იტალიელმა ჟურნალისტმაც ზინედინ ზიდანის და „რეალის“ გაყრის ამბავი თავის ტვიტერის გვერდზე გაასაჯაროვა, მიზეზად კი გუნდის ხელძღვანელობის მიმართ ფრანგი სპეციალისტის უკმაყოფილება დაასახელა. არახალი ამბავია, რომ ზიზუს თავის გუნდში კილიან მბაპეს ხილვა სურს, მაგრამ ამ მხრივ ყინული არ იძვრის. მედია იმასაც წერს, რომ ზიდანს და პერესს შორის ამის გამო კონფლიქტიც გაღრმავდა.
ზინედინ ზიდანმა “ბლანკოსს” 3 ჩემპიონთა ლიგა, 2 ლა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 2 უეფა-ს სუპერ თასი მოაგებინა.





