ესპანეთის ნაკრების და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი და ნამდვილი ლეგენდა ანდრეს ინიესტა „ვისელ-კობეში“ მინიმუმ 2023 წლამდე დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.
11 მაისი ანდრეს ინიესტას დაბადების დღეა. ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი 37 წლის მოიყარა და მისმა ამჟამინდელმა კლუბმაც, იაპონურმა „ვისელ-კობემ“ საჩუქარი კონტრაქტის გახანგრძლივებით გაუკეთა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად იაპონური გუნდის ტვიტერის გვერდმა დაადასტურა.
„ამ ქვეყანაში 3 წლის წინ ჩამოვედი, რადგან მეტად საინტერესო პროექტი დაანონსდა და ჩემთვის ახალი გამოწვევა გახლდათ.
გუნდში ყველამ ერთად რთული პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა ეტაპობრივად ტიტულების მოგებაც დავიწყეთ და ახალი ისტორიის წერაც.
ბედნიერი ვარ, რომ აქ ისევ მენდობიან. ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა“ – იტყვის ანდრეს ინიესტა კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ.
ესპანელი ფეხბურთელი „ვისელ-კობეში“ 2018 წელს გადაბარგდა და დღემდე 75 მატჩში 16 გოლი გაიტანა.





