ვარშავაში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მონაგარი მეორე ბრინჯაოს მედლით გაიზარდა. ელიზბარ ოდიკაძემ 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ვარშავის ევროპის ჩემპიონატს, რომელსაც ასევე ტოკიო-2020-ის საკვალიფიკაციო დატვირთვაც აქვს, ოდიკაძეს ამ მხრივ საზრუნავი არ ჰქონია, რადგან საქართველოს ნაკრებს ოლიმპიური საგზური ჯერ კიდევ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსეულში გასვლით გაუნაღდა.
ოდიკაძემ ევროპულ ხალიჩაზე გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი შამილ ზუბაიროვი 5:0 დაამარცხა.





