საქართველოს ნაკრების და ბელგიური „გენტის“ შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია. ბოლო ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა მოედანს 4-6 კვირა ვერ დაუბრუნდება.
ინფორმაცია დაადასტურა ქართველი ფეხბურთელის აგენტმა, გოგა გახოკიძემაც.
გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლო ტრავმა ორიოდე კვირის წინ მოირჩინა და 22 მარტს „ანდერლეხტის“ წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაშიც ითამაშა, თუმცა მის მდგომარეობას ისევ ახალი ტრავმა დაემატა.





