ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ტატო გრიგალაშვილმა ნახევარფინალში გასვლა ვერ შეძლო.
81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში მონღოლ საედ მოლაის შეხვდა და ორი ვაზარით დამარცხდა. თავდაპირველად ტატო მეტოქესთან ვაზარით დაწინაურდა, თუმცა ახალგაზრდა სპორტსმენმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. საგულისხმოა, რომ მეორე ვაზარის დროს გრიგალაშვილმა მეტოქე ილეთზე თავად წაიღო, თუმცა, საკამათო ეპიზოდში მსაჯებმა ქულა მოლაის ჩაუთვალეს. ქართულმა მხარებ ეპიზოდი გაასაჩივრა, თუმცა არბიტრებმა გადაწყვეტილება აღარ შეცვალეს.
შესაბამისად, გრიგალაშვილი რეპეშაჟში გადავიდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩაერთვება. დამამშვიდებელში ტატოს მეტოქე უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება.








