თითქოს ევროპის სუპერლიგის შექმნასთან დაკავშირებული ნაღმის აფეთქება არ ეყოფოდაო, ფლორენტინო პერესი კიდევ ერთ იდეაზე საუბრობს, რომელიც ალბათ ფეხბურთის გულშემატკივარს უფრო გააღიზიანებს.
მადრიდის „რეალის“ და ახლადშექმნილი სუპერლიგის პრეზიდენტი საფეხბურთო მატჩების დროის შემცირებაზე ალაპარაკდა.
„თინეიჯერები, როდესაც Playstation-ს თამაშობენ, წუხან რომ საფეხბურთო მატჩების დრო გრძელი და მოსაბეზრებელია. ვფიქრობ, ამ თემაზე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ და რაღაც მოვუხერხოთ.
თუ ახალგაზრდობა თვლის, რომ 90 წუთი ბევრია, მაშინ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე თუ როგორ გავხადოთ ფეხბურთი კიდევ უფრო საინტერესო.
ჩემი აზრით, როგორც მინიმუმ საჭიროა ამ საკითხზე დავფიქრდეთ და თუ საჭირო გახდა მატჩების ხანგრძლივობის შემცირების მხრივ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ“ – ამბობს ფლორენტინო პერესი.





