ესპანეთის ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი საულ ნიგესი კარიერას ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელებს. ინფორმაცია ინგლისურმა გუნდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
არისტორკატებმა ესპანელი ფეხბურთელი 1 წლიანი იჯარით დაიმატეს და სეზონის ბოლოს გამოცდილი შეუახაზელის გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.
შეგახსნებეთ, რომ დიეგო სიმეონეს გუნდმა საულ ნიგესის შემცვლელად კატალონიის “ბარსელონადან” ანტუან გრიზმანი ინათხოვრა.
საული “ატლეტიკოს” აღზრდილია, როხიბლანკოსის მაისურით ჩატარებულ 340 შეხვედრაში 26 წლის ნახევარმცველმა 43 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადავემა შეასრულა.
We’re delighted to welcome @saulniguez to the club on a season-long loan! ✍️#HolaSaul 🇪🇸
— Chelsea FC (@ChelseaFC) August 31, 2021