საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ერთა თასის გათამაშების მესამე მატჩიც დამაჯერებლად მოიგო და ფინალში ითამაშებს, რომელიც 19 ივნისს გაიმართება. საქართველომ ბულგარეთს 13 ბურთით სძლია (32:19) და გადამწყვეტ მატჩში კვიპროსს შეხვდება.
ქართველი ხელბურთელები ჯგუფური ეტაპის სასტარტო შეხვედრაში მეზობელ აზერბაიჯანს გაეჯიბრნენ და 20 ბურთის სხვაობით 36:16 დაამარცხეს, ხოლო მეორე შეხვედრაში მოლდოვას 7 ბურთით სძლიეს 27:20.
საქართველოს ნაკრების ჩათვლით, ტურნირის მოსაგებად ევროპის 6 ნაკრები იბრძვის, საუკეთესო სამეული კი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო საფეხურზე გადავა.