უნგრეთში მიმდინარე, ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა. ჯვაროსნებმა ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ფრედ, 1:1 ითამაშეს.
შეხვედრის 41-ე წუთზე თენგო ალიბეგაშვილმა საქართველოს ნაკრები დააწინაურა, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ გიორგი ჩიტაურის გუნდს ეს მატჩი უნდა მოეგო, თუმცა ისლანდიამ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, შეხვედრის 81-ე წუთზე დანიელ ტურისტან გუდიონსენმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოოო ანგარიში დააფიქსირა.
გიორგი ჩიტაურის გუნდი მე-4 ჯგუფშია, ქართველი ფეხბურთელები 25 ოქტომბერს უნგრელ თანატოლებს დაუპირსიპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 19:00-ზე შედგება.





