ლეგენდარული ფეხბურთელი სამუელ ეტო’ო კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა.
ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სოციალურ ქსელში მცირე კომენტარი გააკეთა:
“ეს დღე მემახსოვრება, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საამაყო დღე ჩემს ცხოვრების განმავლობაში. კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტად არჩევით ძალიან მოხარული ვარ.
ყოველი ხმა ჩვენი საფეხბურთო ოჯახის ამბიციას წარმოადგენს, რომლითაც ჩვენს საყვარელ სპორტს იმ დონემდე მივიყვანთ, როგორზეც აქამდე არასდროს გვინახავს.” – განაცხადა სამუელ ეტო’ომ.
შეგახსენებთ, რომ სამუელ ეტო’ო მ თავისი სანაკრებო კარიერის განმავლობაში კამერუნის ნაკრებში 158 მატჩში 56 გოლი გაიტანა.
I’ll be remembering today as one of the proudest moments of my life. I’m deeply grateful for to be elected as the new president of @FecafootOfficie. Every vote represents the energy and ambition of our football family to take our beloved sport to a level we’ve never seen before. pic.twitter.com/2z8fjLBMLA
— Samuel Eto'o (@SamuelEtoo) December 11, 2021

