მოურისიო პოჩეტინოსთვის „პსჟ“-ს მთავარი მწვრთნელის რანგში სასტარტო მატჩი არცთუ ისე წარმატებული გამოდგა. მართალია, პარიზულ გრანდს არ წაუგია, თუმცა ვერც მოიგო და ამით არგენტინელი სპეციალისტი საკმაოდ განაწყენდა. „პსჟ“ „სენტეტიენს“ დაუზავდა და მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა.
„იმედგაცრუებული ვარ. აშკარაა რომ მოსამატებელი გვაქვს. მართალია, გუნდის მოსამზადებლად მხოლოდ 3 დღე მქონდა, მაგრამ ეს არ გვამართლებს. ჩვენ „პსჟ“ ვართ და ნებისმიერ მეტოქესთან მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრი გვმართებს.
ფრე არ არის ის შედეგი, რომლითაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მეტოქემ ეს ქულა ნამდვილად დაიმსახურა. „სენტეტიენმა“ ბოლომდე მედგრად იბრძოლა.
წინ გაცილებით მნიშვნელოვანი მატჩები გველის, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. ამიტომ სამუშაო ბევრი გვაქვს და პროგრესს უნდა მივაღწიოთ“ – აღნიშნა მოურისიო პოჩეტინომ სადებიუტიო მატჩის შემდეგ.





