“პსჟს” არგენტინელმა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის ორი უმთავრესი ფავორიტი დაასახელა:
,,როგორი ფეხბურთელები დავიმატებთ თუ გათვალისწინებით, ფავორიტები ჩვენ და “ჩელსი” ვართ. ვფიქრობ, რომ ,,ჩელსი” და ,,პსჟ” გამორჩეული გუნდები არიან.
ლონდონელები ტიტულის დასაცავად იბრძვიან. “ჩელსი” ახალი ფეხბურთელების დამატებით კიდევ უფრო ძლიერი გახდა. მათ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩვენზე მეტი დახარჯეს.” – პოჩეტინოს სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს
შეგახსნებთ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის მატჩში 23:00-ზე “პსჟ” ბელგიურ “ბრიუგეს” ესტუმრება.








