იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მარიო ბალოტელი „ადანა დემისპორში“ ჩაირიცხა. ინფრომაციას თურქული გუნდის ვებგვერდი აქვეყნებს.
გავრცელებული ცნობით, მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
ცნობისთვის, 30 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი სერია B-ს წევრ „მონცაში“ გაატარა, სადაც 14 ჩატარებულ მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

