დიდი სპორტსმენების კარიერულ ბედს რომ ხშირად მშობლები განაგებენ არახალი ამბავია. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ფეხბურთში შეინიშნება. შორს რომ არ წავიდეთ, ნეიმარის მაგალითიც საკმარისია, რომელიც მთლიანად მამაზეა ჩამოკიდებული. „ბარსელონას“ დატოვება და პსჟ“-ში გადაბარგებაც დიდწილად მამამისის დაჟინებული მოთხოვნა იყო.
იგივეს თქმა შეიძლება ფრანგული გრანდის ვარსკვავთბიჭუნა კილიან მბაპეზე. საფრანგეთის ნაკრების 21 წლის ფორვარდი, რომელიც უსათუოდ ტუხელის გუნდის ერთ-ერთი მთავარი საკვანძო ფიგურაა მშობლების გარეშე ნაბიჯს არ დგამს. ისინი არიან მისი აგენტებიც და მომავლის განსამზღვრელები.
„ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. დედაჩემის და მამაჩემის აზრს დიდ პატივს ვცემ და ვითვალისწინებ. ჩემ პროფესიაშიც მათ სრულიად ვენდობი. ვფიქრობ, ეს ნორმალურია და არაფერია დასაძრახი. ოჯახი მეხმარება წინსვლაში. მათ გარეშე ის არ ვიქნებოდი, რაც ვარ.
მშობლები მაძლიერებენ და მათ მხარდაჭერას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. ფეხბურთელის ცხოვრებაში არც ისე ცოტაა რთული პერიოდები. ოჯახის სწორედ მათ გადალახვაში მეხმარება.
გუნდს თუ შევიცვლი, ეს აუცილებლად მათთან შეთანხმების საფუძველზე მოხდება. მშობლებს დავეკითხები და რჩევებს გავითვალისწინებ“ – ამბობს კილიან მბაპე.
საფრანგეთის ნაკრების ფორვარდის და 2018 წლის მუნდიალის ჩემპიონის გადაბირება საკმაო ხანია მადრიდის „რეალს“ სურს. მბაპეს „პსჟ“-სთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.





