„ბაიერნის“ გულშემატკივრებს ეცოდინებათ, რომ დავიდ ალაბა სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება და მათ საყვარელ გუნდში აღარ ითამაშებს. 28 წლის ავსტრიელი ფეხბურთელი მიუნხენურ გრანდში 2010 წლიდან ირიცხება და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.’
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ალაბას მიუნხენური ეპოპეაც სრულდება, მისი გადაბირების მსურველი კი არ ილევა.
გერმანული მედიის ცნობით დავიდ ალაბა თავის მომავალს „პსჟ“-ს დაუკავშირებს. ფეხბურთელი და ფრანგული გრანდის პრეზიდენტი ერთმანეთს უკვე შეხვდნენ, ისაუბრეს და წესით საქმე მალე უნდა მოკვარახჭინდესო.
ამასობაში, ესპანური პრესა ჯიქურ ამტკიცებს, რომ ავსტრიელი ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ სამიზნეა და თავად ალაბას პრიორიტეტიც ამ ქვეყანაში გადაბარგებააო.
მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ის კი ნაღდია, რომ დავიდ ალაბა მიუნხენში აღარ დარჩება.





