მოურისიო პოჩეტინოს „პსჟ“-ში ხმაურინი მოსვლა ნამდვილად ვერ გამოუვიდა. მისმა შეგირდებმა ლიგა 1-ის 22-ე ტურში, „ლორიანთან“ გასვლაზე 2:3 მარცხი განიცადეს. ორივე გოლი, პენალტის ნიშნულიდან ნეიმარმა გაიტანა.
მოკლედ, „პსჟ“-ს ფეხბურთელები შინ გულდაწყვეტილები დაბრუნდნე. სახლში მისულ მაურო იკარდის კი ორმაგი დარტყმა ელოდა. არგენტინელ ფორვარდს ყველაფერი თავდაყირა დახვდა. მოკლედ რომ ვთქვათ, არგენტინელი ფორვარდი გაქურდეს და ჯამში 400 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს.
როგორც ირკვევა, მძარცველები იკარდის სახლში ფანჯრის გატეხვის შემდეგ შევიდნენ. მათ ოქროულობისა და ძვირფასი საათების გარდა ხელს ტანსაცმელი და სხვა ნივთებიც გააყოლეს. პოლიციამ დამნაშავეები ჯერ ვერ დააკავა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ფრანგული გრანდის ფეხბურთელების სახლები იმ დროს გაძარცვეს, როდესაც გუნდი მოედანზე იყო გასული და ლიგა 1-ის თუ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით დაგეგმილ მატჩს თამაშობდა. უფრო მეტიც – მაურო იკარდის სახლში უკვე მეორედ შევიდნენ, თუმცა პირველ ჯერზე იქ დანი ალვეში ცხოვრობდა. ბრაზილიელის სახლი 2019 წელს გაძარცვეს.
იკარდის გაქურდვამდე, რამდენიმე დღით ადრე, იგივე ბედი არგენტინელის თანაგუნდელმა სერხიო რიკომაც გაიზიარა, მანამდე კი „პსჟ“-ში ყოფნის დროს ჩუპო-მოტინგიც გაძარცვეს.








