მოურისიო პოჩეტინოს ყოფილი შეგირდის გადაბირება მოუწადინებია. როგორც ფრანგული და ინგლისური მედია იუწყება, არგენტინელი სპეციალისტი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ „პსჟ“-ს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, რეგულარულად ეხმაურება უგო ლორისს. კონტაქტის მიზეზს ალბათ მიხვდებოდით და დიდი მარჩიელობა არ სჭირდება – პოჩეტინოს ფრანგი „ტოტენჰემის“ ფრანგი მეკარის თავისთან გადაბირება სურს.
მოურისიო პოჩეტინო ლონდონურ კლუბს 2014-2019 წლებში წრთვნიდა, თავად ლორისი კი „ტოტენჰემში“ 2012 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ გუნდის ძირითადი კიპერია.
პოჩეტინოს სურვილია, რომ ფრანგი მეკარე მის ყოფილ გუნდს „პსჟ“-ს რომელიმე ფეხბურთელში გაუცვალოს და თუ საჭირო გახდება ფულიც დაამატოს, ოღონდ ლორისი პარიზულ გრანდში იხილოს.
მიმდინარე სეზონში უგო ლორისმა ჯერჯერობით 23 მატჩი გამართა და 25 გოლი გაუშვა.





