11 მარტი ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. სწორედ დღეს, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი და ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი დაამარცხა, ანგარიშით – 3:6, 6:1; 7:5.
ამ გამარჯვების შემდეგ ნიკამ საკმაოდ სოლიდური ფულადი თანხა გამოიმუშავა. ფედერერთან წარმატებული მატჩის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა 36 940 დოლარი გამოიმუშავა და 90 სარეიტინგო ქულაც მიიღო.
ამრიგად, მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილი 39-ე ადგილზე აღზევდა, ოფიციალურ რეიტინგში კი ჯერჯერობით 42-ე პოზიციას იკავებს.
ბასილაშვილის ისტორიული გამარჯვება ფედერერთან – მატჩის გამორჩეული მომენტები





