იყო ჭორები და მითქმა-მოთქმა, თუმცა ავსტრალიის ღია პირველობის 8 თებერვალს დაწყებას წყალი აღარ გაუვა, რაც იმითაც დასტურდება, რომ ტურნირის წილისყრაც გაიმართა.
ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მომავალი მეტოქეა. ბუნებრივია, ძალზედ ბევრს ნიშნავს ტურნირის სტარტზე თუ ვინ იქნება შენი მოწინააღმდეგე.
გაირკვა, რომ ქართველ ჩოგბურთელს ფორტუნამ პირველ წრეში მეტოქედ ტომი პაული არგუნა. 23 წლის ამერიკელ მეჩოგნეს კარიერაში ჯერ ATP-ის ტურნირი არ მოუგია, ისე კი მემარჯვენეა და მსოფლიო რეიტინგის 53-ე ნომერია. ტომი პაული ავსტრალიის ღია პირველობაზე 2015 წლიდან ასპარეზობს, საუკეთესო შედეგი კი შარშან დააფიქსირა, როდესაც მესამე წრეში გავიდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის და ტომი პაულის დაპირისპირება მელბურნის კორტებზე 8 თებერვალს გაიმართება.





