ქართველმა სუმოტორმა ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მე-10 მარცხი იწვნია . ლევან გორგაძე მე-14 საშეჯიბრო დღეს დასავლეთის მე-16 მაეგაშირა აკისეიამას შეხვდა და იორიკირით დამარცხდა.
ამით, მიმდინარე ბაშოზე ქართველი რიკიშის ბალანსი 4:10-ზე გახდა. ხვალ ტურნირის ბოლო დღეა და ლევანის მეტოქე ჯერჯერობით ცნობილი არ არის.




