დოჰაში ძიუდოს მასტერსის მეორე საშეჯიბრო დღე ჩვენთვის შესანიშნავად დასრულდა.
-81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტი ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი მტკივნეული ილეთით შეხვედრა 21 წამით ადრე დაასრულა და დოჰას მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ტატომ დღე უნგრელი ატილა უნგვარი იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე იტალიელი ანტონიო ესპოსიტო გახლდათ. ქართველმა ძიუდოისტმა იტალიელ მოწინააღმდეგეს 37 წამში, შესანიშნავი იპონით სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ტატოს მესამე მეტოქე კი რუსი ალან ხუბეცოვი გახლდათ, რომელსაც ვაზარით სძლია და ნახევარფინალში გავიდა.
ნახევარფინალურ შეხვედრაში გრიგალაშვილი კორეელ სუნგჰო ლის დაუპირისპირდა. დაძაბულ ორთაბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა იპონით იმარჯვა და დოჰას მასტერსის ფინალში გავიდა, სადაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ჰოლანდიელი პეტოქე მარტივად დაამარცხა.




