საქართველოს წყალბურთელთან ეროვნულ ნაკრებს რევაზ ჩომახიძე აღარ უხელმძღვანელებს. გამოჩენილი ვეტერანი წყალბურთელი პატარებში გადაინაცვლებს და 15 წლამდე ნაკრებს ჩაიბარებს. ეს გადაწყვეტილება, საწყლოსნო სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ თავად ჩომახიძესთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღო.
როგორც ფედერაციაში გვითხრეს, რევაზ ჩომახიძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი კონტრაქტის ვადის ამოწურვა იყო და არა სხვა რაიმე პირადული თემა. ხელშეკრულების გაგრძელება კი აღარ მოხდა და ეს საკითხი ორივე მხარემ მშვიდობიანად მოაგვარა. ნაკრების დროებით მწვრთნელად კი ზუკა რურუა დაინიშნა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს , 14-21 თებერვალს მნიშვნელოვანი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი გაიმართება და ჩვენ გუნდსაც წინ სერიოზული გამოწვევა ელის. აქამდე, არცერთ სათამაშო სპორტის სახეობაში საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე არასოდეს უასპარეზია და წყალბურთელებსაც ისტორიული შანსი აქვთ.
საწყლოსნო სახეობათ ეროვნულ ფედერაციაში ასევე გაგვიმხილეს, რომ ნაკრების მომავალი მწვრთნელი აუცილებლად უცხოელი იქნება, კერძოდ კი სერბი და ეიმედებათ, რომ გამოცდილი სპეციალისტი გუნდს სალიცენზიო ტურნირამდე ჩაიბარებს და ნაკრებთან შესაგუებლად და მოსამზადებლად გარკვეული დრო ექნება.


