თანამედროვე საფეხბურთო ეპოქის სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი 2020 წლის გუნდში ვერ მოხვდა. პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემამ L`Equipe-მ ტვიტერის საკუთარ გვერდზე წინა წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა და ალბათ ბევრისთვის საკამათო თერთმეტეულიც დაასახელა.
სხვას რომ თავი დავანებოთ, გუნდში ვერ მოხვდა ლიონემ მესი. „ბარსელონას“ კაპიტანი ფრანგი ჟურნალისტების აზრით შარშან ისე მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო, რომ სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილიყო.
სამაგიეროდ, 2020 წლის გუნდში ერთბაშად 5 ფეხბურთელია მიუნხენის „ბაიერნიდან“. გერმანულმა გრანდმა შარშან 5 ტიტული დაისაკუთრა და L`Equipe-მა „ბაეირნს“ ეს გარჯა ამ ფორმით დაუფასა.
მოკლედ, 2020 წლის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მანუელ ნოიერი, ტრენდ ალექსანდრ-არნოლდი, ვირჯილ ვანდეიკი, სერხიო რამოსი, ალფონსო დევისი,იოუზ კიმიხი, ტიაგო ალკანტარა, კევინ დებრუინი, ნეიმარი, რობერტ ლევანდოვსკი, კრიშტიანო რონალდუ.





