თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა, რომელიც დღესდღეობით რუსეთში მოღვაწეობს, ქვეყნიდან ლეგიონერების წასვლის შესახებ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.
„რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მყოფი ლეგიონერები ევროპულ კლუბებს სარგებელს ვერ მოუტანენ, იქ არავის სჭირდება. ჩვენ ძალიან სუსტი ლეგიონერები გვყავს. აქ ნაგავს აგდებენ და აგენტებს დიდ თანხას აძლევენ. შეხედეთ, ვლაშიჩსა და კრალს, ვესტ ჰემში მათ უკანალით სკამებს ახეხინებენ“, – განაცხადა კავაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ფიფამ გადაწყვიტა, რომ ლეგიონერებმა სურვილის შემთხვევაში რუსულ კლუბებთან კონტრაქტი დროებით შეაჩერონ და უცხოურ კლუბებს იჯარის წესით შეუერთდნენ.
მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება ასევე მწვრთნელებს და უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელებსაც შეეძლებათ.