“ჰამბურგმა” 22 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე იჯარით დაიმატა.
აღსანიშნავია, რომ ჩაკვეს გერმანული კარიერა შედარებით დადებით ნოტაზე მიმდინარეობს. გიორგიმ, როგორც კლუბის ხელმძღვანელობას, ისე გულშემატკივარებს და პრესას იმედები ჩაუსახა.
გერმანულმა გამოცემა Kicker-მა გიორგი ჩაკვეტაძეს სტატია მიუძღვნა.
„გენტიდან იჯარით დამატებულმა 22 წლის ფეხბურთელმა პირველივე კვირებში დაამტკიცა, რომ შეუძლია გუნდს ხარისხი შესძინოს. შეტევაში სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. ხედავთ, რომ ის სულ უფრო და უფრო დგება ფორმაში და ძლიერდება. ყოველთვის შეუძლია მეტოქის კართან რაღაც ხიფათის შექმნა. მისი პოზიცია უფრო გამთამაშებლობაა, მაგრამ ორჯერ დაგვარწმუნა, რომ ფლანგზეც საუკეთესოა. ქართველი ფეხბურთელი ჰამბურგის ერთადერთი ტრანსფერია ზამთარში. მან გააჩინა იმედი, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება სწორი აღმოჩნდეს. ზანდჰაუზენშიც გაჩნდა რწმენა, რომ ჰამბურგის შემადგენლობაში ნიჭიერი ფეხბურთელი არსებობს“, – წერს გამოცემა.





