კატალონიის “ბარსელონას” 19 წლის ფეხბურთელი ანსუ ფატი ოპერაციას არ გაიკეთებს. ინფორმაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოსაჯანმრთელებლად სპეციალურ კურსს გაივლის და მოედანს 2 თვეში დაუბრუნდება, თუმცა რეციდივის შანსი ძალიან დიდი იქნება.
ანსუ ფატიმ დაზიანება კოპა დელ რეიზე “ბილბაოსთან” მატჩში მიიღო.
ესპანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “ბლაუგრანას” მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.
[INJURY UPDATE]
The first team player Ansu Fati will follow a conservative recovery plan for the injury to the proximal tendon in his left hamstring. His recovery will dictate his return. pic.twitter.com/wd6FjV88qn
— FC Barcelona (@FCBarcelona) January 25, 2022





