პირველ დეკემბერს „გენტი“ ბელგიის თასის მერვედფინალში „ლომელს“ სტუმრად დაუპირისპირდება.
სამწუხაროდ ამ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძეს ვერ ვიხილავთ, რადგან „გენტის“ მიერ გამოაქვეყნებულ 21-კაციან სიაში, რომლითაც კლუბი თასის შეხვედრისთვის ემზადება მათ შორის გიორგი არ არის.
nieuwsblad.be-სთან საუბარში ბელგიური “გენტის” მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძეს შესახებ ისაუბრა.
„შეტევაში დიდი კონკურენციაა, ჩვენ ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს. როცა შანსი მოგეცემა, უნდა გამოიყენო. ჩაკვეტაძე რომ არ არის სამატჩო სიაში, საკუთარ თავს მოჰკითხოს. მას გადატვირთვა ესაჭიროება“, – განაცხადა ჰეინ ვანჰაზებრუკმა.





