35 წლის ლეგენდარული ესპანელი მცველი სერხიო რამოსი პსჟ-ს განაცხადში მოხვდა. ფრანგულმა გუნდმა განაცხადი რამოდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა სადაც ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელიც მოხვდა.
სერხიო რამოსს დიდი პერიოდი გაუცდა. სეზონის დასაწყისში 15 წლიანი მადრიდული ისტორია დასრულდა და რამოსმა “რეალი” დატოვა. 35 წლის ფეხბურთელი ზაფხულში პსჟ-ს შეუერთდა, თუმცა ვეტერანმა ფეხბურთელმა ტრავმის მოშუშება ვერ მოახერხა და აქამდე მან პარიზულ გუნდში გადმოსვლის შემდეგ 17 შეხვედრა გამოტოვა. შესაძლოა ხვალ პარიზელთა რიგებში ესპანელი ფეხბურთელის დებიუტი შედგეს.
შეგახსენებთ, რომ რამოსმა ბოლოს 2021 წლის 5 აპრილს ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ ითამაშა.
პსჟ ხვალ პრინციპულ დაპირისპირებაში “მანჩესტერ სიტის” ესტუმრება და A ჯგუფში პირველი ადგილის განაღდებას ეცდება.
The Parisian squad for #MCIPSG! 📋🔴🔵
🏆 @ChampionsLeague pic.twitter.com/VhuTOWSwJp
— Paris Saint-Germain (@PSG_English) November 23, 2021








