უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალეკო მამიაშვილმა საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი მოუპოვა.
ალეკომ პირველ წრეში დაისვენა, 1/16 ფინალში ბულგარელ სპორტსმენს მოუგო, 1/8 ფინალში ბელრუსი მეტოქე დაამარცხა, 1/4 ფინალში მასპინძელ სპორტსმენს სძლია, ნახევარფინალში რუმინეთი მეტოქე ვაზარით დაამარცხა, ფინალში კი სამწუხაროდ რუს მეტოქესთან დამარცხდა.
დღეს საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი თუთაშვილმა მოუპოვა.





