ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი, ნუნუ ეშპირიტუ სანტუ სამსახურის გარეშე დარჩა. კლუბმა პორტუგალიელი სპეციალისტის გათავისუფლების გადაწყვეტილება „დეზების“ ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშის შემდეგ მიიღო.
Club announcement.
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) November 1, 2021
ბოლო საათებში ბრიტანულ პრესაში აქტიურად იწერება, რომ „ტოტენჰემში“ ნუნუს იტალიელი ანტონიო კონტე ჩაანაცვლებს. სხვადასხვა სააგენტოს ინფორმაციით, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა კონტეს უკვე დაუკავშირდა და წინასწარ კონტრაქტზეც შეუთანხმდა.
რაც შეეხება სანტუს მუშაობას, პორტუგალიელის მწვრთნელობის პერიოდში „ტოტენჰემმა“ პრემიერ ლიგაში 10 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 5-ში გაიმარჯვა და 5-ში დამარცხდა. 10 ტურის შემდეგ „დეზები“ სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-8 ადგილს იკავებენ. ბოლო ტურში ლონდონური კლუბი საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 0:3 დამარცხდა, მომდევნო შეხვედრას კი 7 ნოემბერს, „ევერტონის“ წინააღმდეგ გამართავს.





