გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კოსოვოსთან სტუმრად ჩასატარებელი მუნდიალის შესარჩევი ციკლის მატჩის წინ გამოაკლდა მწყობრშია და გენტს ბელგრადში გაჰყვა. “გენტი” კონფერენსლიგის მორიგ შეხვედრას “პარტიზანთან” გამართავს. სფფ-ის პრესსამსახური წერდა, რომ ფეხბურთელს სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნები ჰქონდა.
“პარტიზანისა და “გენტის” შეხვედრა 21 ოქტომბერს გაიმართება და დიდი ალბათობით გიორგი ამ მატჩში ითამაშებს.
ბელგიურმა კლუბმა კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორივე შეხვედრა მოიგო და B ჯგუფს 6 ქულით, “პარტიზანთან” ერთად ლიდერობს.