„მანჩესტერ იუნაიტედის“ სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ კლუბში წარდგენის შემდეგ, ჟურნალსიტებთან საუბრისას ხუმრობით განაცხადა, რომ ის შაბათს სულშერს შემადგენლობიდან გათავისუფლებას სთხოვს.
„არ ველოდები, რომ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობიდან დავიწყებ, ან საერთოდ, ვითამაშებ თუ არა „ნიუკასლთან“. რა თქმა უნდა, ვნერვიულობ, მაგრამ უკვე ძალიან გამოცდილი ვარ და აუცილებლად მზად ვიქნები. სულშერზე ზეწოლას ვაპირებ რომ სასტარტო შემადგენლობიდან გამათავისუფლოს (იცინის). რა თქმა უნდა მზად ვარ!“ – განაცხადა 36 წლის ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი „იუვენტუსიდან“ მანჩესტერულ კლუბში აგვისტოს ბოლოს გადაბარგდა. სავარაუდოდ, მისი დებიუტი შაბათს, „მანჩესტერისა“ და „ნიუკასლის“ შეხვედრაში შედგება.





