ჩეხური „ზლინის“ ქართველმა ნახევარმცველმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, 27 წლის ფეხბურთელი „ზლინში“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.
გასულ სეზონში, ჭანტურიშვილის გუნდმა ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში 34 ტურში 32 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილთი მე-14 ადგილი დაიკავა.
27 წლის ფეხბურთელი „ზლინის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს და 60 ჩატარებულ შეხვედრაში 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.




