საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა „ტოკიო 2020“-სთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა წარადგინა. მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ღირსებას 9 ძიუდოისტი დაიცავს.
ვაჟები:
- -60 ლუხუმ ჩხვიმიანი
- -66 ვაჟა მარგველაშვილი
- -73 ლაშა შავდათუაშვილი
- -81 ტატო გრიგალაშვილი
- -90 ლაშა ბექაური
- -100 ვარლამ ლიპარტელიანი
- +100 გურამ თუშიშვილი
გოგოები:
- -52 ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
- -57 ეთერ ლიპარტელიანი
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, ძიუდოში შეჯიბრი კი 24-31 ივლისს ჩატარდება.
ცნობისთვის, ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 17 ლიცენზია მოიპოვეს, თუმცა ოლიმპიადის რეგლამენტის თანახმად, თითოეულ ქვეყანას ყველა წონაში მხოლოდ ერთი სპორტსმენის გამოყვანის უფლება აქვს.





